?

Log in

No account? Create an account

Previous Entry | Next Entry

 
"მამაჩემის სოფელში, ბანძაშია უძველესი სინაგოგა. ახლა მგონი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა არქიტექრურული ფასეულობა შენარჩუნებული აქვს. ბანძაში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ახლაც არიან. მამაჩემს მამამისის, ანუ ბაბუაჩემის ებრაელი ძმაკაცის სახელი ჰქვია" [forum.gol.ge თემა: ქართველები და ებრაელები]

http://a8.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/208370_203634342993055_100000394728180_608633_8203206_n.jpg

მე-18 საუკუნის შუა პერიოდებიდან ებრაელი მოსახლეობა მტკიცედ იკიდებს ფეხს და მყარად მკვიდრდება ყულევში, ფოთში, კულაშში, ორპირში, ქუთაისში, ორაბელში, ლაილაშში, სენაკში და მოგვიანებით ბანძაში. საქართველოში ძველთაგანვე ებრაელებს უფლება ჰქონდათ, ქვეყნის შიგნით განევითარებინათ ვაჭრობა და ასევე უცხო ქვეყნებიდანაც შემოეტანათ საქონელი. ბაგრატოვანთა გამეფების შემდეგ მათი მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდა ამ მხრივ, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში ფართოდ გაიშალა საღებმიცემო საქმიანობა.
[...]
მე-18 საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასაგრმავებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი, რომელსაც აქ შეუქმნეს ნაყოფიერი ნიადაგი საცხოვრებლად. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა. შეღავათი მისცა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ყმობის ვალდებულების გადახდის საქმეებშიც. ამ ოჯახს მალე რამოდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა. აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც, შეიკრა შინაგანი და საგარეო კავშირ-ურთიერთობანი, დაიწყო ,,იარმარკობა’’, მე-20 საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტორული სამლოცველო ნაგებობა-სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში.


ამავე დროს ბანძის მდიდარი ებრაელები თავიანთ წვლილს სდებდნენ სოფლის კეთილმოწყობის საქმეში. სკოლის მშენებლიბაში, ქუჩების კეთილმოწყობაში, საბავშო ბაღების აშენებაში. აქ აღიზარდა მრავალი გამოჩენილი ქართველი ებრაელი მოღვაწე. ბანძელმა ებრაელებმა მძიმედ განიცადეს საბჭოთა ხელისუფლების პირველი შედეგები. შემცირდა ბანძის ცნობილი ,,იარმარკა’’, ბანძის ცნობილი ბაზრის პეწი და სიმდიდრე. კერძო პიროვნული ვაჭრობა და სავაჭრო დუქნები თანდათანობით გაქრა, ებრაელები ჩუმ-ჩუმად განაგრძობდნენ მისვლა-მოსვლას, ვაჭრობას, ჩაებნენ სამეურნეო ცხოვრებაში. ებრაელთა კერძო საქმიანობის მოშლამ, თითქმის დაცალა, გააღარიბა ბანძა. ხოლო ახალ ბანძაში თითქმის არ დარჩა ებრაული ოჯახი. ისინი 70-იან წლებში სიყვარულით გამოეთხოვნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, თხოვდნენ მოევლოთ სინაგოგასა და სასფლაოსათვის. წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში და თან წაიღეს საქართველოს სიყვარული, მათ შორისაა, პატარა და ლამაზი სოფელი-ბანძა.

[მარტვილი. კულტურული ძეგლები >>>]
______________________________________________________________________________
* Про западно-грузинское село Бандза в Российской еврейской энциклопедии  >>>
** სხვათა შორის: შოთა ბოსტანაშვილი - "სივრცის პოეტიკა - სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების
არქიტექტურა საქართველოში". წარდგენილია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (დორა!)
თბილისი, 0175, საქართველო სექტემბერი, 2008 
pdf >>>

Comments

( 10 comments — Leave a comment )
free_don
Apr. 14th, 2011 11:18 am (UTC)
"წაგიყვან გოგო ბანძაში!"(с) :)
თუ არ ვცდები, უძველესი სინაგოგა პოსტსაბჭო ტერიტორიაზე ქუთაისშია.
shimerli
Apr. 14th, 2011 11:33 am (UTC)
არ ვიცი, მართალი გითხრათ.
lekso79
Apr. 15th, 2011 09:39 pm (UTC)
И как её называют? Бундзури синагога?))))))))))))
shimerli
Apr. 15th, 2011 10:01 pm (UTC)
см. заглавие.
kador
Apr. 18th, 2011 04:39 am (UTC)
не знаю такого в ГПИ.
Спасибо за пост! Красивое здание. Интересно, внутри что-то сохранилось.
shimerli
Apr. 18th, 2011 07:46 am (UTC)
удя по отсутствию окон - вряд ли.
shimerli
Apr. 18th, 2011 07:47 am (UTC)
узнаю старую болельшицу.
kador
Apr. 18th, 2011 11:08 am (UTC)
положим, еще не настолько старую ...
shimerli
Apr. 18th, 2011 02:33 pm (UTC)
так и знал. ))))
ну, со стажем.
( 10 comments — Leave a comment )

Profile

watching cat
shimerli
Шота Имерлишвили, Shota Imerlishvili

Latest Month

April 2015
S M T W T F S
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Tags

Powered by LiveJournal.com
Designed by Lilia Ahner